მოსაძებნია სალამურის მელოდია და მესალამურეც, რომელიც გვარამიას მშობლიური ჯუნგლებიდან, ანუ რუსთავი 2-დან გამოიტყუებს

მოსაძებნია სალამურის მელოდია და მესალამურეც, რომელიც გვარამიას მშობლიური ჯუნგლებიდან, ანუ რუსთავი 2-დან გამოიტყუებს

სოსო მანჯავიძის პოსტი ნიკა გვარამიას შესახებ.

“არის ასეთი ბაყაყი კოლუმბიის ჯუნგლებში, კოკოი, ფრჩხილის ზომისაა, ინდიელები მას თავისებური სალამურის მსგავსი საკრავის ხმით მოიტყუებენ,შემდეგ დიდი სიფრთხილით ცეცხლთან ახლოს მიიყვანენ და ამით გაღიზიანებული კოკოი იმდენ და ისეთ ტოქსიკურ შხამს გამოყოფს,რომელიც სისხლში მოხვედრის შემთხვევაში საკმარისია 1500 ზრდასრული მამაკაცის მომენტალურად მოსაკვდინებლად.

ამავე დროს, გადაყლაპვის შემთხვევაში ის უსაფრთხოა,თუმცა მცირე ნაკაწრიც კი ლეტალურ შედეგს იძლევა.

ცნობილია,რომ უარყოფით საინფორმაციო ველში ადამიანის დნმ-ი იცვლება,ადამიანი განიცდის შეუქცევად დეგრადაციას, ავადმყოფდება და კვდება.

ისიც ცნობილია,რომ თავისი სტრუქტურით საინფორმაციო და ნივთიერი შხამები ერთმანეთს ჰგვანან,თუმცა აქ სპეციალური კვლევებია საჭირო.

მე ვფიქრობ,რომ კოკოის ბატრაჰოტოქსინი და რუსთავი 2-ის მიერ ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარების გამო გამოყოფილი ტოქსინები იდენტური უნდა იყოს. კოცონი და პროკურატურა ამ შემთხვევაში მსგავს რეაქციას- შხამების სეკრეციის გაზრდას იწვევენ.

მოსაძებნია სალამურის მელოდია და მესალამურეც,რომელიც გვარამიას მშობლიური ჯუნგლებიდან,ანუ რუსთავი 2-დან გამოიტყუებს.

ეს იმიტომ,რომ,მისი მაღალი ტოქსიურობიდან გამომდინარე, უფრო უსაფრთხოდ მაინც ამ შხამიანი არსების ფინანსური გადაყლაპვა მიმაჩნია,თუმცა ისიც გასათვალისწინებელია,რომ გადამყლაპავის პირის ღრუ და საყლაპავის მილი დაზიანებულია მრავალრიცხოვანი კოჰაბიტაციური ნაკაწრებით,რამაც შეიძლება ორმაგი ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

P.S.

ეს პოსტი 2017 წლის თებერვალში დავწერე.სამწუხაროდ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და კოკოიმ ახალი თვისებები გამოიმუშავა-ადამიანებს თავს ესხმის,შხამებს კოცონის გარეშე აფრქვევს მფურთხავი კობრასავით. (Naja sputatrix) მოკლედ, ჯუნგლების სრული ბატონ-პატრონი გახდა.”- წერს სოსო მანჯავიძე.