პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი გამოეხმაურა. „ფეისბუქ-ლაივში“ სააკაშვილმა ივანიშვილი ეშმაკს შეადარა:
„ბიძინა ივანიშვილს ვიღაცამ დაუწერა წერილი და გამოაქვეყნა თავისი სახელით, იმიტომ, რომ მაგ წერილს ვერ დაწერს კი არა, ვერ გამოაქვეყნებს კი არა, ვერც წაიკითხავს ეგეთ რთულ სიტყვათა წყობას. ეგ დაახლოებით ისევეა, ვითომ დისერტაცია რომ აქვს დაწერილი და სათაურს ვერ გამოთქვამს რომ სთხოვო, მაგრამ ვერ მოეშვა ეს კაცი, დედაიმასქნილი სვავი, მიცვალებულებით სპეკულირებას. ხან ზვიად გამსახურდიათი სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტრით, ბადრი პატარკაციშვილით, ზურაბ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს გმირებს და ამ წერილში ნათქვამია, ეშმაკზე, რომელიც თიშავს, აბა გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს ლებედს, მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში 9 აპრილის შემდეგ? შეიძლება ეშმაკი ეწოდოს.
რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც შეაჩერა საქართველოს ეკონომიკის ზრდა? ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 400%-ით, ივანიშვილის დროს 0%-ით. შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?
რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოშ პრაქტიკულად ყველა ბიზნესი ხელში ჩაიგდო, გახდა ქვეყნის მთავარი მევახშე, პრაქტიკულად ყველა ბანკი მის ხელშია და ასობით ათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააგდო ქვეყნიდან, შემთხვევით ეშმაკი ხომ არ არის ეგ?
რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც რომა შამათავას ალპობს ციხეში, იმ დროს, როცა აფხაზეთში გვიხოცავენ ხალხს? ვინც იმ გმირს, რომელმაც ჩამოაგდო 2008 წელს რუსული თვითმფრინავი, ჩაუდო ბესელიას კადრები და აღუძრა სისხლის სამართლის საქმე. ისევე, როგორც ციხეში ჩასმული კიდევ 4 გმირი, 2008 წლის ბესელიას ჩადებული კადრებით, ვინც დაახოცინა ჩვენი სპეცრაზმელები? შემთხვევით ეშმაკი ხომ არ არის?
ბოლოს და ბოლოს ვინ იქცევა ეშმაკივით? შემთხვევით ვინც ხეებს ეხუტება, გლეჯს, ანადგურებს და ყველაფრით არის ამ ხეებთან დაკავებული და ათასგვარ რიტუალებს ასრულებს, შემთხვევით ეშმაკისეული რაღაც ხომ არ დაჰკრავს ამ ყველაფერს?
საბოლოო ჯამში, შემთხვევით ეშმაკი მეტრი და 65 სანტიმეტრი ხომ არ არის სიმაღლეში და სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამომჯდარი და ხომ არ დაჰყურებს ზემოდან ქართველ ხალხს?
ასე რომ ეს ისტორია ეშმაკის, რომელსაც შემთხვევით ივანიშვილი ხომ არ ჰქვია, ასევე მახსენებს ყორღანაშვილის ისტორიას, ვინც შემოუძღვა ყიზილბაშებს, მოაკვლევინა სიმონ მეფე, ჩაიდინა ღალატი საქართველოს წინააღმდეგ.
საქართველომ მასზე მეხსიერება შემოინახა ლექსით - „ყორღანაშვილს ქარაფიდან ხელი ჰკრა და გადაფრინდა“, ალგეთის მთიდან ჰკრეს ხელი, ალგეთის მთა არის სოლოლაკის მთასთან ახლოს.
ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ კარგად გახსოვთ ისტორიულად რა უნდა მოიმოქმედოთ დღეს, საქართველო აუცილებლად მიაგებს სათანადო პატივს 9 აპრილის გმირებს იმითი, რომ როგორც კომუნიზმი და რუსები მოიშორა, ასევე მოიშორებს ამ ეშმაკს, რომელიც მოაჯდა თავს სოლოლაკის მთას, როგორც გადააგდო ქართველი ხალხი ამ ეშმაკმა, ისევე გადააგდებს მას ქართველი ხალხი ამ მთიდან და საქართველო თავისუფალი იქნება, დიდება გმირებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.