"ივანიშვილი ახსენებს 9 აპრილს და არ ახსენებს რუსეთს, როგორც მთავარ აგრესორს... ეროვნულ საკითხებზე აპელირება ხელისუფლებას ვერ უშველის"

"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილის 30 წლისადმი მიძღვნილ ღია წერილს არჩევნებისთვის გათვლილს და არაგულწრფელს უწოდებს. მისი თქმით, ეროვნულ საკითხებზე აპელირება ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ უშველის: "არამგონია უშველოს, არა რა თქმა უნდა "- თქვა ჩხეიძემ.

"ეს ყველაფერი ემსახურება მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს, ისევე როგორც მისი ზუგდიდში ჩასვლა. ზუგდიდში ჩასვლა, ძირითადად ზვიადისტების კატეგორიაზე იყო გათვლილი და ზვიადის პოპულარობაზე ზუგდიდში. დღევანდელი განცხადება გათვლილია უფრო ფართო საზოგადოებაზე. ძალიან ცოტა დროა ჩადენილი, ზუგდიდში ოპოზიცია ძალიან ძლიერია, საპარლამენტო არჩევნებიც მოახლოებულია...

როგორც "ნიუპოსტს" თამარ ჩხეიძემ განუცხადა, ივანიშვილს ვრცელ მიმართვაში ერთხელაც არ უხსენებია 9 აპრილის ტრაგედიის ავტორი, აგრესორი რუსეთი.

"დღევანდელ განცხადებაში საერთოდ არავითარი გულწრფელობის ნატამალი არ არის. 9 აპრილზე აკეთებს განცხადებას, ყველაზე და ყველა ნაკლზე საუბრობს, თუმცა საერთოდ არ ახსენებს მთავარ ფაქტორს, რაც 9 აპრილს უკავშირდება, საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთი და მისი როგორც ოკუპანტის როლი, როგორც აგრესორია" - განუცხადა "ნიუპოსტს" თამარ ჩხეიძემ.

ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გავრცელდა, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე 9 აპრილის 30 წლისთავს საჯარო მიმართვით ეხმაურება. მილიარდერი ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება", თუმცა ავტორი წერილის დიდ ნაწილს სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წარსულს უთმობს.

კ ო მ ბ ლ ე როგორ მეცოდება ეს ხიხო ვერ წარმოიდგენთ, რამისაა ყველას ყვერებზე გვაკოცოს, ოღონდ ნუ გავუშვებთ ტახტიდან, საწყალს წასასვლელიც არსად არა აქვს, შეჭამენ ძვლებიანად, იცის და იმიტომ აკანკალებს ამ შტერს...
6 წლის უკან