“ჩამოყალიბდით, კოკა ყანდიაშვილი ვარ, თუ არაფორმალური მმართველი? – მაღიარეთ, მაღიარეთ თქვე … ”

“ჩამოყალიბდით, კოკა ყანდიაშვილი ვარ, თუ არაფორმალური მმართველი? – მაღიარეთ, მაღიარეთ თქვე … ”

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ყოფილი თანაგუნდელები კვალვა გააკრტიკა. ამეჯერად, მიზეზი პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა გახდა, რომლის შესახებაც ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, არავის გაუფრთხილებია.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, პარლამენტის სხდომა სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვისთვის უნდა მოესმინათ, 16 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სხდომა დღეს, რიგგარეშე სესიის ფორმატში გაიმართებოდა.

დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის გარდა, კენჭი უნდა უყარეს მთავრობის ინიციატივას, რომელიც გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხება.

პარლამენტმა განმეორებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. რვა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

აღნიშნული ინიციატივა წინა სხდომაზე არასაკმარისი ხმების გამო ჩავარდა. მმართველმა გუნდმა მთავრობის ინიციატივის ჩაგდების მიზეზად, ტექნიკური ხარვეზი დაასახელეს. საკითხი კენჭისყრაზე დღეს კიდევ ერთხელ გადის. სწორედ აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით მიღებას უკავშირებენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რიგგარეშე სხდომის დანიშვნას.

ტექნიკურ ხარვეზზე საუბრისას ჭიჭინაძე, ღილაკების არევის ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ საერთო “ჩატში” დეპუტატებს ღილაკების დანიშნულების გასარჩევად, მწვანე და წითელ ვაშლებს უგზავნიდნენ.

“თავიდან მე მახსოვს რომ გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა. ახლა ეტყობა გადავიდნენ დაღეჭვით ახსნაზე. ჩვენთვის მაგალითად ყოველთვის უცნობია, როდის რას გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენთან დამოუკიდებელ დეპუტატებთან კომუნიკაცია არ აქვთ.

ერთი ყავდათ, კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირა. მწვანე კნოპკა რომ ეს არის მომხრე, წითელი წინააღმდეგი. ​სესიის დროს მოდიოდა, ჯერ კიდევ ქუთაისში ვიყავით.  მწვანე და წითელი  ღილაკების პრობლემა  დიდი ხნის პრობლემაა,”– განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ განცხადებას, ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ! კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი? მესმის – ტროლები, მესიჯები, ბოტები, ქარხნები, ვიდეოები, ფაბრიკები, “ფეისების” ეთერებში გაგზავნა ან აკრძალვა, კიბერთავდასხმები, შავი პიარი და თეთრი ხელთათმანი, მაგრამ მთლად საქართველოს პარლამენტს თუ ვმართავ წლებია – მაღიარეთ, მაღიარეთ თქვე … ” – დაწერა ყანდიაშვილმა.