რა დროს ხარჯავენ თბილისელები ტრანსპორტში

რა დროს ხარჯავენ თბილისელები ტრანსპორტში

თბილისელები კვირის განმავლობაში საგზაო ტრანსპორტით მგზავრობისას საშუალოდ ორსაათნახევარს ხარჯავენ. ამის შესახებ კომპანია IPM-ის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო თბილისში მცხოვრები მოქალაქეები კვირის განმავლობაში საგზაო ტრანსპორტით მგზავრობისას საშუალოდ 147 წუთს ხარჯავენ. ასევე, 35 და უფრო მაღალი ასაკის რესპონდენტები მგზავრობაში დაახლოებით 3 საათსა და 39 წუთს ხარჯავენ, 18-34 წლის პირები კი მგზავრობაში შედარებით ნაკლებ დროს - 1 საათსა და 40 წუთს ხარჯავენ.

IPM-ის კვლევით გამოვლინდა, რომ  ქალები გართულებული საგზაო მოძრაობის გამო უფრო დიდ დროს ხარჯავენ მგზავრობაში (3 სთ.), ვიდრე კაცები (2 სთ.).

რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვასაც - რაში დახარჯავდნენ ამ დროს, საგზაო მოძრაობის გამო რომ არ კარგავდნენ? როგორც აღმოჩნდა, თბილისელებისთვის ყველაზე პოპულარული ალტერნატიული აქტივობები დასვენება/გართობა (65,2%) და ნაცნობებთან/მეგობრებთან ურთიერთობაა (45,8%).

თბილისის მასშტაბით კვლევა „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“  ჩაატარა და 600 რესპოდენტი გამოკითხა.