"თუ არ გეშინიათ, დამიბრუნეთ პასპორტი და შემომიშვით უკრაინაში"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, რომ პასპორტი დაუბრუნოს და ქვეყანაში შეუშვას.

„თქვენთან მარტივი შეკითხვა მაქვს: შეძლებთ უმტკივნეულოდ აღადგინოთ კანონიერება, დამიბრუნოთ უკრაინული პასპორტი და შემომიშვათ უკრაინაში? თუ არ გეშინიათ, თუ მართლაც ასეთი მამაცი ხართ და ნამდვილად გადაწყვიტეთ რომ შეიცვალოთ, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ასე მოიქცეთ, მოიქცეთ როგორც კანონის გარანტი და იმოქმედოთ ადამიაურად სწორად", - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.