პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ჩხეიძის თქმით, მისმა მეუღლემ, ზაზა ოქუაშვილმა ივანიშვილს მოუგო. „ოქუაშვილმა ივანიშვილს მოუგო ეს ერთი ეტაპია. პირველი. კონკრეტულად ახლა წულუკიანის უწყებამ წააგო. ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოახერხა წულუკიანის უწყებან. სტოკჰოლმის სასამართლომ აუკეძალა. თანაც კომპენსაცია დააკისრა ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ.
წულუკიანის უწყება ქართველ იურისტებს ვერ ენდო და ფრანგული საადვოკატი კომპანია იქირავა. ეს კიდევ ცალკე სოლიდური ხარჯი ფრანგი ადვოკატებისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდელი. არც უკანონობა აწუხებს ამ ჩვენს მთავრობას და არც ზარალი. ურყევად ასრულებენ უწყებები ბ. ივანიშვილის დავალებებს. ვერ ასრულებენ კი“, წერს ნატო ჩხეიძე და „ომეგა ჯგუფის“ დღეს გავრცელებულ განცხადებას აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება რომ კომპანია „ომეგას“ თამბაქოს წარმოება აუქციონზე აღარ გაიყიდება - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის არბიტრაჟმა შეაჩერა.