წითელი და მწვანე ვაშლები უმრავლესობის ჩატში -

წითელი და მწვანე ვაშლები უმრავლესობის ჩატში - "ანუ რა ფერის ღილაკებზე უნდა დაგვეჭირა"

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შესახებ მას ინფორმაცია არ მიუღია.

მისივე თქმით, უმრავლესობის დეპუტატები შეტყობინებებს უმრავლესობის ჩატში იღებენ.

"თავიდან, როდესაც ახალი შეკრებილი იყო უმრავლესობა ჩატში მწვანე და წითელი ვაშლები მოდიოდა, ანუ რა ფერის ღილაკებზე უნდა დაგვეჭირა. კანონი, რომელი მთავრობის იყო და რომელი ოპოზიციის - ფერებით აგებინებდნენ. ახლა ეტყობა აღარ აგზავნიან", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

კითხვაზე თუ ვინ, აგზავნიდა სხვადსხვა ფერის ვაშლებს - დეპუტატის პასუხობს: ერთი ჰყავდათ, კოკა ყანდიაშვილის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს პარლამენტმა სკოლის გამოცდების გაუქმების კანონპროექტი ჩაგდო.