"წუხს, რომ არ გვიყვარს. ჯობია ლექსების წერაზე გადავიდეს"

ისტორიის გადაწერის საკმაოდ უხარისხო მცდელობაა ეს წერილი- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვლი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელიც დღეს გავრცელდა.

ხუხაშვილის თქმით, ეს წერილი იყო "წყალი და არაფრისმთქმელი".

მას უნდა, რომ გვიყვარდეს და ძალიან წუხს იმაზე, რომ არ გვიყვარს. თუ უნდა, რომ გვიყვარდეს, მაშინ ჯობია ლექსების წერაზე გადავიდეს პირდაპირ

სიყვარულის ბუშტი გაუსკდა. 7 წელი პაემანზე დადიოდა და 7 წლის შემდეგ დარწმუნდა, რომ მას უყვარს დამოუკიდებელი საქართველო. კარგი იქნებოდა მარლი, რომ მოეყარა, ცოტა თვითკრიტიკული, რომ ყოფილიყო. არ ცნობს საერთოდ თვითკრიტიკას და ეს ამ ყველაფერს ძალიან აუფასურებს", - განაცხადა ხუხაშვილმა "ტვ პირველთან".