პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი ქვეყნის უახლესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის შეფასებაა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციაზე დაყრდნობით ბევრი გადაწყვეტილებაა მიღებული.
მისივე თქმით, რევანშის მქადაგებელი პოლიტიკური ძალა დესტრუქციულად დარჩება.
„ნაციონალური მოძრაობა" ჩამორჩა თანამედროვე მოთხოვნებს და ისტორიაში იმ სისხლიან ლაქას ვერ მოიშორებენ, რაც აქვთ. ბევრი პირი დაისაჯა, მაგრამ იმ მოქალაქეებზე უნდა ვიფიქროთ, ვისაც ისეთი პოლიტიკური გემოვნება არ აქვს, რომ მხარი დაუჭირონ ან „ქართულ ოცნებას" ან „ნაციონალურ მოძრაობას", ან „ევროპულ საქართველოს", ან მხარს უჭერენ სხვა ოპოზიციურ ძალას.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა პასუხისმგებელია თითოეულ მოქალაქეზე, მაგრამ პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ დავარქმევ კონსტრუქციული, ევროპული ყაიდის ძალას, რადგან მიზნები და ამოცანები გადართულია რევანშზე, რასაც პოლიტიკურ ბრძოლასთან არანაირი საერთო არ აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.