ჟუნრალისტს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყენებს. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ დამოუკიდებლობის დღედ – 9 აპრილი უნდა გამოცხადდეს და აღდგეს ისტორიული სამართლიანობა.
“ეს ხელისუფლება თუ მართლა პატივს სცემს გამსახურდიას ხსოვნას (და წინსაარჩევნოდ არ ფარისევლობს) და ზოგადად ეროვნული მოძრაობის დამსახურებას აღიარებს, მაშინ დამოუკიდებლობის დღედ – 9 აპრილი უნდა გამაოცხადოს. ხომ ყველამ ვიცით, რატომ დაწესდა ეს დღე 26 მიასს?! – არა იმიტომ რომ ვინმეს პირველი რესპუბლიკა ადარდებდა, არამედ იმიტომ, რომ შევარდნაძეს გამსახურდიას გამოცხადებული დამოუკიდებლის აღნიშვნა არ უნდოდა. ბოლოს და ბოლოს 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებს, ანუ ხალხის ნებას ემყარებოდა, ხოლო 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება ფააქტობრივად სხვა ქვეყნამ, გერმანიამ დაგვაძალა. ჩემი აზრით, დროა, აღდგეს ისტორიული სამართლიანობა!”, – წერს მერაბ მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.