"ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა"

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ დეპუტატებმა პარტიული და ინდივიდუალური პოზიციის ერთმანეთისაგან დიფერენცირება ვერ მოახერხეს. თუ დეპუტატმა თავისი ინდივიდუალური პოზიციის მიხედვით უნდა მისცეს ხმა, ინდივიდუალური პოზიცია კი საზოგადებრივი აზრისგან იყო ჩამოყალიბებული, თუ როგორ შეიძლება გამოცდების გაუქმება?!

„ბევრი ფაქტორის ასეთ ნაზავში ხელი წაუვიდათ იმისკენ, რომ კანონპროექტი ჩააგდეს. მოგეხსენებათ, ღილაკებთან ცუდი ურთიერთობა აქვთ," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე პარლამენტის მიერ საკანონდებლო ინიციატივის ჩავარდნაზე, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა.

რამაზ საყვარელიძე: ჩავარდის მერე გადაწყვიტეს ხელახალი კენჭისყრა. ეს უკვე ქართული პარლამენტარიზმის პროცესში, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბევრ ხარვეზზე მიუთითებს, თუმცა გაუგებარი არ არის. ალბათ, ყველა ფრიქრობდა, „მე არ მივცემ ხმას და სხვა მისცემს". ამის შედეგად მივიღეთ ის სურათი, რაც იყო.

რეზონანსი": პარლამენტში მხოლოდ ღილაკების არევის პრობლემა არ არის. როგორც დეპუტატები აცხადებენ, დარბაზში არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც ერთმანეთის ხმა არ ესმით. ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ სექტემბრიდან უკეთესი აკუსტიკით დაიწყება მუშაობა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელი?

რ.ს: ხმა რომ არ ისმის, ეს ნამდვილად აკუსტიკის ბრალია. თუკი უკეთესი აკუსტიკით იმუშავებენ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებ, თუმცა ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა, რადგან გადაწყვეტილების მიღებდამდე უმრავლესობას უნდა ჰქონდეს ის მექანიზმები, რომლითაც თითოეულ დეპუტატს ეცოდენება, რას აძლევს ხმას და რა პოზიცია უნდა დაიკავოს.

": და ვინ უნდა გააკონტროლოს ეს?

რ.ს: ამის გაკონტროლება, ალბათ, შეუძლებელია. ისეთი პირობები უნდა იქნას მიღებული, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა და ის საბაბი, რომ „ვერ გავიგეთ," - აღარ იარსებებს. ეს საბაბია და არა რეალური მიზეზი.

ასეთი მომიზეზების საფუძველი რომ არ იყოს, კარგია თუკი აკუსტიკა დალაგდება, მაგრამ მგონი პარლამენტის თავმჯდომარეს გამორჩა ის, რომ უფრო მნიშვენლოვანი რამეა დასალაგებელი უმრავლესობაში. უმრავლესობას ერთიანი პოლიტიკური პოზიცია არ აქვთ.