ხელისულებაში დაბრუნება დავიმსახურეთ, რადგან შეცდომები ვაღიარეთ და ბოდიში მოვიხადეთ

ხელისულებაში დაბრუნება დავიმსახურეთ, რადგან შეცდომები ვაღიარეთ და ბოდიში მოვიხადეთ

ისე შემიყვარდა აჭარა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარა, მესიზმრებოდა ხოლმე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ხულოში განაცხადა.

ხულოში დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატად ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა.

„ძალიან მომენატრეთ. ისე შემიყვარდა აჭარა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარა, მესიზმრებოდა ხოლმე ხანდახან ღამით და ვფიქრობდი, კიდე საპრეზიდენტო კამპანიაში ვარ, არ გათავდა? არ გათავდება, სანამ გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდება ხელისუფლებაში ყველა იმ პატიოსანი ადამიანით, რომელიც ამ გაერთიანებაში და ამ პარტიაში იმყოფება, რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ იმით, რაც იმ 9 წელს გავაკეთეთ და დავიმსახურეთ იმით, რომ ჩვენი შეცდომები შევისწავლეთ, ვაღიარეთ, ბოდიში მოვიხადეთ, გავაანალიზეთ და ვიცით, რომ დავბრუნდებით ხელისუფლებაში, შენებას ხელს უკვე არაფერი აღარ შეუშლის", - განაცხადა ვაშაძემ წარდგენის ღონისძიებაზე.

Maverick მოდის მოფრინავს მიხუილოს ცოცხზე გადამჯდარი დუბინკების "გამოსწორებული"დესანტი ხულოში...
6 წლის უკან
Maverick მოდის მოფრინავს მიხუილოს ცოცხზე გადამჯდარი დუბინკების "გამოსწორებული"დესანტი ხულოში...
6 წლის უკან