პირთა იდენტიფიცირებისთვის ეკლესიას სახსრები არ გააჩნია, მაგრამ ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი

პირთა იდენტიფიცირებისთვის ეკლესიას სახსრები არ გააჩნია, მაგრამ ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი

ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილ რეპრესირებულთა საერთო სამარხზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პირველ კომენტარს აკეთებს. დეკანოზი იოანე გორელიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ სამარხები ნამდვილად რეპრესირებულ ადამიანებს ეკუთვნის. მისი თქმით ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს.

„არსებობს მეცნიერთა მტკიცებულებები; ცხედრებს შეკრული ჰქონდათ ხელები, აღმოჩენილია მონეტები, რომლებიც მოქმედებდა 1937-38 წლებში. აბსოლუტურად ყველა არის დახვრეტილი, უმრავლესობა კეფაში, ამიტომ სრული მტკიცებულებებია იმის, რომ ისინი არიან რეპრესირებულები. თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია, დნმ-ის ანალიზი გააკეთოს თავად, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და საპატრიარქოს ის თანხა არ გააჩნია, რომ 150 ცხედარს ჩაუტაროს ანალიზი. – განაცხადა დეკანოზმა.

ხელვაჩაურის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დილიდან რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი მივიდა. მათ ტერიტორიაზე შესვლა და დნმ-ის ანალიზი მოთხოვეს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიაც გამოაქვეყნა. იხილეთ ბმული: