არანაირი ტექნიკური შეცდომა… თუ დარბაზში ცოტა მაინც ხმაურია, დეპუტატებს არ ესმით სპიკერის ხმა

არანაირი ტექნიკური შეცდომა… თუ დარბაზში ცოტა მაინც ხმაურია, დეპუტატებს არ ესმით სპიკერის ხმა

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზად, მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, სასესიო დარბაზის ცუდ აკუსტიკას ასახელებს. მდინარაძემ ამის შესახებ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა, სადაც ის ამბობს, რომ დეპუტაები ვერ უსმენენ რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი. ის დეპუატატებს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიჩუმე, ვიდრე დარბაზში აკუსტიკის პრობლემა მოგვარდება.

“არანაირი ტექნიკური შეცდომა. ბოდიში ჩემს თანაგუნდელებთანაც, მაგრამ ეს არასწორი განმარტებაა. არავინ სვამს კითხვას, ქუთაისში რატომ არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები.

პასუხი და რეალობა, რაც არ უნდა უხერხული სათქმელი იყოს, არის ერთი და მარტივი – ქუთაისში ხმა ისმოდა. თუ დარბაზში ცოტა მაინც ხმაურია, დეპუტატებს არ ესმით სპიკერის ხმა – რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი. პრინციპში ეს პრობლემა მალე მოგვარდება. თავის მხრივ კი ერთი დადებითი მხარე, რაც ნათლად გამოჩნდა – დეპუტატები თუ ვერ უსმენენ რომელ საკითხს ეყრება კენჭი, ისინი მექანიკურად არ აძლევენ ხმას (ამაზეც ხშირად გაგვიგია კრიტიკა). ობიექტურობისთვის ასევე უნდა ითქვას, რომ სანამ სხდომათა დარბაზში ტექნიკური პრობლემა (ხმის და აკუსტიკის) არ მოგვარდება, დეპუტატებმა კეთილი უნდა ვინებოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნით სიჩუმე. რაც არ უნდა ვიშაყიროთ წითელზე და მწვანეზე (სხვათა შორის ჩვენც მათ შორის), ეს არის ერთადერთი და სრული სიმართლე”, – წერს მამუკა მდინარაძე.

კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზად, გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ტექნიკური შეცდომა დასახელდა.