მანანა არჩვაძის კიდევ ერთი მინიშნება სანდრა რულოვსზე და სააკაშვილზე

მანანა არჩვაძის კიდევ ერთი მინიშნება სანდრა რულოვსზე და სააკაშვილზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია იზიარებს პოზიციას, რომ სანდრა რულოვსს არ აქვს უფლება სამეგრელოში კენჭი იყაროს. ამაზე მეტყველებს სოციალურ ქსელში, ია მეტრეველის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც მანანა არჩვაძემ გააზიარა.

ჯერ კიდევ 2016 წელს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ სანდრა რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა:

შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი .. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდანდღემდე, რომელი ერთი დანაშაული ჩამოგითვალოპირველი და უმთავრესიკოდორის გადაცემა რუსეთისთვის, სამაჩაბლოს 114 სოფლის ჩაბარება რუსეთისთვის, საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტების ჩუქება რუსეთისთვის, ტერორისტული აქტების მოწყობა საქართველოს მოსახლეობისათვის, საქართველოს მოსახლეობის დაინვალიდება, ჯანმრთელი მოქალაქეების ორგანოებით ვაჭრობა, ბიზნესის დატერორება და მათი ქონების ხელში ჩაგდება, აჭარის ფაქტობრივი ჩაბარება გიულენისათვის ორმხრივი გარიგების საფუძველზე, საქართველოს ბიუჯეტის ძარცვა, ტუბერკულოზით დაავადებული მოქალაქეების მედიკამენტების გარეშე დატოვება, უდიპლომო .. ექთნის სტატუსით ჯანმრთელობის სამინისტროს პირად კონტროლზე აყვანა, რომელსაც ჯალათი ქმრის ხელშეწყობით ახორციელებდი საავადმყოფოებზე კონტროლსორგანოებით ვაჭრობასა და ასევე უცხოეთიდან შემოტანილი ვაქცინებით ახალშობილების დაინვალიდებას, უცხოეთში შავი ფულის გათეთრებას და ბანკებში განთავსებას, დანარჩენს სასარჩელოსათვის შემოვინახავშენ ქმარ-შვილს, დედამთილს, .ალასანიას, შენ მშობლებსა და ძმას დამტვრეული ავეჯით მოვაჭრე მაკლერებს ერთად გაგისწორდებით”, – წერდა მანანა არჩვაძე-გამსახურდია.