ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბაგრატიონების ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და ქილიკს ეხება.
“დავით ბაგრატიონი კი კარიკატურული პერსონაჟია, მაგრამ მაინც გული მტკივა, რომ მონარქიის იდეა სამასხარაო გახდა ბოლო პერიპეტიებში;
ისიც არად ჩავაგდეთ, რომ ეს პატრიარქის იდეა იყო.
არც ბაგრატიონების ისტორიული წვლილი გავიხსენეთ, არადა ჩვენ ის ხალხი ვართ, ბაგრატიონების ქორწინების დღიდან ენას ვიფხანთ ამაზე ქილიკით, მაშინ როცა უინძორების ქორწინება ვაქციეთ ლამის ჩვენს ეროვნულ დღესასწაულად. იქნებ ერთხელ მაინც სერიოზულად ეფიქრა ქვეყანას, რომ, უკაცრავად და, ევროპაში უკანალით შესვლის ნაცვლად იქ მონარქიით შესულიყო?!”- წერს ხათუნა საგინაშვილი.