ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა სურვილი, ეროვნულ ბანკს „TBC ბანკისთვის” გაეგზავნა წერილი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ სადავო ტრანზაქციით ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.
„არანაირი წერილი არ მიგვიწოდებია იმასთან დაკავშირებით, ფული გათეთრდა თუ არა, იმიტომ რომ ელემენტარულად არ გვქონდა ამის მანდატი და ამას ვერ გავაკეთებდით.
ბანკის მხრიდან და ბატონი მამუკას მხრიდან იყო სურვილი, რომ ჩვენ მიგვეცა წერილი, რომ ფული არ გათეთრებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის და ასეთ წერილს ვერ მივცემთ, რადგანაც იურიდიულად ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ისევ და ისევ ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო ინტერესთა კონფლიქტის დებულების დარღვევა,” – განაცხადა კობა გვენეტაძემ.