“რა ამბებს არ მოისმენ აქ, პირველწყაროდან… დადის გიგი უგულავა, თურმე, მთაწმინდაზე უბან-უბან…”

“რა ამბებს არ მოისმენ აქ, პირველწყაროდან… დადის გიგი უგულავა, თურმე, მთაწმინდაზე უბან-უბან…”

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“მოკლედ, დადის გიგი უგულავა, თურმე, მთაწმინდაზე უბან-უბან და იმ ძველ ბიჭებსაც კი “კერავს”, წინა არჩევნებში “ოცნებას” რომ უჭერდნენ მხარს. ჩაფლავდნენ “ქოცები”, რაც დაგპირდნენ, არაფერი შეასრულეს და აგერ ვართ ჩვენო, ჩვენ შევასრულებთო, “იმათ” დანაპირებსო… “შეკერა” “ძველი ბიჭები” და ბედნიერია თურმე, “მაღლა” დააფასებენო . ჩემს “ბირჟაზე” დგომასაო .

ჰო, ვისი ფულით დადის და ვის ფულს არიგებს თუ არიგებს, ეს თქვენ გამოიცანით

პ.ს. ასე იცის სალონში ბილ გეიცის ცოლივით საათობით ჯდომამ, რა ამბებს არ მოისმენ აქ, პირველწყაროდან “, – წერს დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.