ფოთის სტადიონიდან, რომელიც რეაბილიტაციის პროცესშია, უცნაური კადრები გავრცელდა. კადრებში ჩანს საშხაპეები, რომლებიც ფეხბურთელებისთვის გააკეთეს… თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ დაბალი ფეხბურთელებისთვის.
ინფორმაცია მედიასა და დაინტერესებულ პირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ მიაწოდა.
„ადამიანი თუ არ შესრიალდა, ისე ვერ შეაღწევს საშხაპეში” – ამბობს ის ვიდეოში და აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან ფულის ასე არამინობრივად ხარჯვის გამოა ქვეყანა გაღარიბებული.