გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, დაწერს ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ სხვანაირად, უფრო დეტალურად და გააზრებულად ისაუბრებს.
აუცილებლად დავწერ მეორე წიგნს და დავწერ ზუსტად რას ვფიქრობ დღეს. სხვანაირად დავწერდი უფრო დეტალურად და გააზრებულად, როგორც ახლა მთელს საზოგადოებაში უფრო გააზრებულად არის ის პერიოდი გაანალიზებული, - აღნიშნა რულოვსმა.
კითხვაზე - ახლაც ასე ფიქრობს თუ არა ზვიად გამსახურდიაზე, როგორც წლების წინ ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, სანდრა რულოვსმა უპასუხა, რომ მაშინ დაწერა ის რა ინფორმაციაც ჰქონდა იმ დროისთვის:
ცნობისთვის: სანდრა რულოვსი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში -„იდეალისტის ნაამბობი" - ზვიად გამსახურდიას პერსონას და 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე პროცესებს ამგვარად აღწერს:
„90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ორი არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და, ორივეს ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა (საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სამეგრელოში)..."
'ნეტარ არიან მორწმუნენი"...
ქოცნება ამ საგმირო საქმეებით გალაღებული, თავმომწონედ გვაყვედრის:
ამაზე მეტი რა ვქნათ?!
კიდევ რით გაგახაროთ?!