„სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში, რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან?“

„სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში, რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან?“

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტთან და ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მშვიდად ვართ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია. ეს პოზიცია უცვლელი დარჩება უახლოესი ათასი წლის განმავლობაში. დაე გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში. ეს მათი უფლებაა. ჩვენ განვითარების ჩვენი ვექტორი გვაქვს. რუსეთთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება. შევამუშავეთ რიგი ღონისძიებები სამხრეთ ოსთისა და რუსეთის უსაფრთხოების ერთიან კონტურზე“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა

დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე შეეხო ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკან წაიღოს.

„სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. მეფის რუსეთშიც კი. რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან?“ – ამბობს ბიბილოვი

Maverick სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. მეფის რუსეთშიც კი. რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან?“ – ამბობს ბიბილოვი...
ვეთანხმები ბიბილოვს! სამხრეთ ოსეთი არასოდეს იყო არც საქართველოს შემადგენლობაში და მეფის რუსეთშიც კი, რადგან იმ დროისთვის არ არსებობდა და სადღაც თრაკში იყო გაკვეხებული გაუვალობით დაავადებული მიXუის მსგავსი ნაძირალების კუჭში...
6 წლის უკან