სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაზე არაფერი იცის და საფრანგეთიდან საქართველოში ვაშინგტონის მითითებით ჩავიდა. – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრებაზე ხომ არაფერი იცის. ვიცით ხო, საიდან ჩამოვიდა? არ მგონია, რომ მას ისეთი ცუდი ცხოვრება ჰქონდა საფრანგეთში, რომ საკუთარი ხალხის დასახმარებლად ჩამოვიდა. გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიიღო – გაგრძელდეს ის ხაზი, რომელიც ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ განისაზაღვრება”, – ამბობს ბიბილოვი.