ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” წერს:
“ერთი კარგი სექსოპათოლოგი რა გახდა პარლამენტში?
რაზე ფიქრობთ, რაზე???
P.S. გავიგე ვინც ლობირებდა ცელოფანის პარკების მოშთობას პარლამენტში, ანაზდად ძეგვში, ქაღალდის პარკების ცეხი აუგუგუნებია!
სე ლა ვი….” – წერს მოროშკინა.
ცნობისთვის, 1-ელი აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება აიკრძალა.
2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის №472 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ.
დადგენილებაში წერია, რომ 2108 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. აკრძალვა ჯერ თხელ, 15 მიკრონზე (0.15 მმ) ნაკლები სისქის, ე.წ. ერთჯერად პარკებზე გავრცელდა. 2019 წლის 1 აპრილიდან კი, აკრძალვა ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებას და გამოყენებას შეეხება.
ბიოდეგრადირებადი პარკს პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას 3-6 თვეში იწყებს და პროცესი 12-24 თვეში სრულდება.
პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს; პარკების იმპორტს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გააკონტროლებს. პარკების რეალიზატორებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.