დატოვა თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საქართველო გამთენიისას მიუნხენის რეისით. ფრენა დილის 4 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა აეროპორტში სამხედრო პოლიცია და დაცვის თანამშრომლები დააფიქსირა, თუმცა ბაჩო ახალაია ჩვენს ობიექტივში ვერ მოხვდა. მე შეგახსენებთ, პირველი ოქტომბრის შემდეგ, საქართველო რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა.