ხმაურია ამ წუთებში თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან, სადაც მწერალ ზაზა ბურჭულაძის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ბურჭულაძეს სოლიდარობას უცხადებენ. შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, რუსთაველის გამზირზე მწერალს უცნობმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეირაცხყოფა მიაყენა. ბურჭულაძის მეუღლე სალომე ჯაში მომხდარს გადაცემა "პოლიტმეტრში" „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ზაზა დავითაის მიერ მწერლის მოთხრობიდან ამონარიდის წაკითხვას უკავშირებს. ზაზა ბურჭულაძეს ტვინის შერყევა აქვს და სახლში წევს.