მწერალ ზაზა ბურჭულაძეს უცნობმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეირაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი რუსთაველზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. ბურჭულაძის მეუღლე სალომე ჯაში მომხდარს გადაცემა "პოლიტმეტრში" „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ზაზა დავითაის მიერ მწერლის მოთხრობიდან ამონარიდის წაკითხვას უკავშირებს.
მისივე თქმით, ზაზა ბურჭულაძეს ტვინის შერყევა აქვს და სახლში წევს.
ბურჭულაძეს მხარდასაჭერად საზოგადოების ნაწილი დღეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან აქციას გეგმავს.
ხალხის ნაწილი კი წიგნის მაღაზიებში მისვლას, ზაზა ბურჭულაძის წიგნების შეძენას და სოლიდარობის ასეთი სახით გამოხატვას აპირებს.