ეს ჩაბარდა წარსულს – პრემიერის განცხადებით, საბანკო რეგულაციები არ გადაიხედება

ეს ჩაბარდა წარსულს – პრემიერის განცხადებით, საბანკო რეგულაციები არ გადაიხედება

საბანკო რეგულაციები არ გადაიხედება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოამბის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ჩვენ გვქონდა უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა, ხშირ შემთხვევაში თაღლითური, როდესაც წინასწარ, გაკოტრებისთვის განწირული სესხები გაიცემოდა და ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მძიმე და კაბალურ პირობებთან ჰქონდათ შეხება ჩვენ მოქალაქეებს, როდესაც ადამიანიაიღებდა სესხს, მაგალითად 1000 ლარს, დაფარავდა 800 ლარ ძირ თანხას, რჩებოდა 200 ლარი და გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი უანგარიშებდა ჯარიმას 1000 ლარიდან, ან სხვა შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეიძენდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ამის გამო შესაძლოა ბინა დაეკარგა, როდესაც გვქონდა 300 და 500 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს და ეს ჩაბარდა წარსულს”– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სოციალისტი დიდებული პრემიერი გვყავს. ნამდვილი ადამიანი. კაცი, დედ-მამის გაზრდილი. ადამიანთა შემბრალე და წინგამხედავი. ღმერთმა დაგლოცოს!
6 წლის უკან