პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ გაუთიშა პატრიოტთა ალიანსის წევრ ემზარ კვიციანს მიკროფონი იმ დროს, როდესაც ის პატრიარქის სიტყვები ციტირებას ახდენდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით.
“ეს რაღაც წრეებში პატრიარქის გამონათქვამს დაუკავშირეს და საერთოდ არ ვიცი, ამასთან რა კავშირშია. მოვიქეცი ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი სხვა. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ეს იყო მოწოდება კანონის მოთხოვნების დაცვისკენ, რა გაუკვირდათ ინიციატორს ან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს, არ ვიცი. არ ვიცი, სად რას აპირებს ადა მარშანია. რასაც საჭიროდ ჩათვლის, ის გააკეთოს. ეთიკის საბჭო ჯერ არ არის დაკომპლექტებული და ძალიან კარგია, დაკომპლექტდება და დავტესტავთ როგორ მუშაობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.