დაკავებულია 60 ქართველი, ბარსელოდან ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია იგეგმება

დაკავებულია 60 ქართველი, ბარსელოდან ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია იგეგმება

ამ წუთებში,  ბარსელონაში ერთ- ერთი შენობა, დაკავებული აქვს  200 -მდე ქართველს, რომელთა შორის ესპანური მედიის ცნობით, არიან  ქართველი კრიმინალური ჯგუფის წევრები და ესპანეთში საცხოვრებლის მაძიებლები. მათ შორის არიან ბავშვებიც.  პოლიციას შენობა ალყაში აქვს მოქცეული. დაწყებულია

ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია, დაკავებულია 60 ქართველი.  პრაიმტაიმი ბარსელონაში მცხოვრებ ემიგრანტს, სოფიო თომაძეს დაუკავშირდა. დეპორტაცია ეხება იმ ქართველებს, რომლებმაც საემიგრაციო სამსახურს ლტლოვილის სტატუსის მისანიჭებლად მიმართეს.

"ბარსელონაში საქართველოდან ჩამოსულებმა სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს. პოლიციამ უკანონოდ შეჭრილ ადამიანებებს დაატოვებინა აღნიშნული შენობა და დაიწყო დეპორტაციისათვის საჭირო პროცედურები. გასულ კვირას, ქალაქის მერიამ სპეციალური საბჭო ჩამოაყალიბა, რომელმაც იმსჯელა საქართველოში არსებულ მძიმე პირობებზე, რომლის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა ესპანეთში თავშესაფრის მომთხოვნთა ციფრი. თუმცა, ესპანეთის მთავრობა თვლის, რომ ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ამ რაოდენობის ემიგრანტების შეფარებას და ამიტომ, მათი დეპორტაციის გადაწვეტილება მიიღო“ - განაცხდა სოფო თომაძემ.