როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია, - ეს არის ამონარიდი კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელი საკვირაო ქადაგებიდან. მისმა უწმინდესობამ საპატრიარქოში შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობაც გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ მას ოპოზიცია არ ჰყავს.
ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოსთვის სასიკეთო იქნება. შგახსენებთ,
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთასწორის წმ. თეკლას ხსენებას აღნიშნავს. წმიდა პირველმოწამემ ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.