სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"დედის გინება, მაგიდაზე ხელების ბრახუნი, ეჭვიანობა, უხეშობამდე მისული სიმკაცრე, დაუსრულებელი ჩხუბი და ყვირილი, უაზრო სადღეგრძელოების სერია, ქალის დამონება, ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხართეძოზე წამოწოლა, ქუჩური უნარ-ჩვევები არ არის ვაჟკაცობა... ეს უფრო მხდალი, სუსტი, უუნარო, მხოლოდ ბიოლოგიურად, გარეგნული ნიშნებით შექმნილი მამაკაცის ნამდვილი სახეა!.." -