"მკვლელებთან და მანიაკებთან ჩახუტებული კაცის პედაგოგობა არ მწამს და რა ვქნა"

პოეტი კახა შალამბერიძე სოციალურ ქსელში ლადო აფხაზავასთან დაკავშირებიტ შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:

"ვინც მიცნობს, დაადასტურებს, რომ არ ვარ ეჭვიანი კაცი, მაგრამ ძალიან ეჭვიანი ვარ, როცა სამშობლოს ეხება საქმე... ვინ გამოარჩია, ვინ გააგზავნა, რა კრიტერიუმებით შეირჩა, რაიმე ჩაატარეს, რა დამსახურებით გააგზავნეს იქ?

რატომ იყო, რომ მხოლოდ გაჭირვებული ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ?

ვინ და რაში უხდის ამხელა ფულს?

დიახ, როცა საქმე სამშობლოს ეხება, მაშინ შეთქმულების თეორიებისაც მჯერა და... და იმისაც, რომ „ერთი კაცის მოფიქრებულია, მაგი, დათა ბატონო“.

ხომ არ იხდიან იმაში, რომ ამ გაჭირვებული ქვეყნების ბავშვებს ვინ უფრო გამოურეცხავს ტვინს და ჩაუდებს ლიბერასტულ (ნეობოლშევიკურ) იდეებს?..

აბა, ამიხსენით, რა გააკეთა ამ კაცმა ასეთი, რამდენი თავისი საგნის სპეციალისტი აღზარდა, რამდენი მეცნიერი ან საერთოდ, რა საგანს ასწავლის?

თუ კუნტრუში და ტკარცალია მასწავლებლობა და ინოვაცია?

რა ვქნა, ამ არასამთავრობოების და ლიბერასტული ორგანიზაციების არ მინდა არაფერი...

ან, ახლა რომ მილიონს ვუგროვებთ, უჭირს? რამე სჭირს და მკურნალობა უნდა? მე როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და დონორებიც აფინანსებენ.

მოდი, მის მოწაფეებში ვინმე, მართლა გაჭირვებული ბაღანა იქნება და მისი ანგარიში დავდოთ...

ჰო, კიდევ, არ მინდოდა, პოლიტიკა გამერია, მიკერძოებაში ჩამითვლიდნენ, მაგრამ მკვლელებთან და მანიაკებთან ჩახუტებული კაცის პედაგოგობა არ მწამს და რა ვქნა".