დაინიშნება თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის გუბერნატორად(VIDEO)

დაინიშნება თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის გუბერნატორად(VIDEO)

დაინიშნება თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის გუბერნატორად. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ახალ გუბერნატორს რამდენიმე დღეში დანიშნავს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით სამსახური დატოვა. ამ დროისთვის გუბერნატორის მოვალეობას რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ასრულებს. რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატს - 40 წლის ჭიაბერაშვილი პროფესიით ფილოსოფოსია. ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო ცესკოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, შემდეგ ელჩი შვეიცარიაში, ბოლოს კი ჯანდაცვის მინისტრი.