1992 წლიდან თადარიგში დათხოვნილი პოლკოვნიკი თამაზ ყაველაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ აცხადებს, რომ იგი „სააკაშვილთან ერთად საბრალდებლო სკამზე უნდა იჯდეს".
„ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში ყაველაშვილი ოქრუაშვილს „უმადურს" უწოდებს და ეუბნება: „სააკაშვლისაგან სამართლიანად დევნილი ვინ ჩამოგიყვანა საქართველოში, თუ არა ივანიშვილმა, შე მართლა უმადურო?.. არამი იყოს შენზე საჩხერეში ჩემი მშობლების სახლში ცხოვრებისას გაწეული სიკეთე შე არაკაცო!"
„სენსაციის მოყვარულ ჟურნალისტებს რატომ არ სწყინდებათ ქოსატყუილა ოქრუაშვილისაგან ინტერვიუების აღება! მამამისის, ჩემი თანაკურსელი კობა ოქრუაშვილის საჩხერიდან წაღებული ქრთამებით ისწავლა საზღვარგარეთ და „გენიოსად" დაბრუნდა საქართველოში, სადაც იმუშავა, ყველგნა ან სისხლიანი კვალი დატოვა, ან სააკაშვილის ბანდასთან ერთად დედა უტირა საქართველოს და თავდაცვის მინისტრად ცოტა ხანს რომ კიდევ ყოფილიყო, რუსეთს 2008 წლამდე გაცილებით ადრე „დაამარცხებდა!"