საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილის ინტერვიუ თავისი შთაბეჭდილებები „ინტერპრესნიუსს” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ გაუზიარა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
“- სააკაშვილმა ინტერვიუს მსვლელობისას განაცხადა – „საქართველოში ჩამოსვლისას არანაირ თანამდებობას არ დავიკავებ. არც იმას ვგეგმავ, რომ არაფორმალური ლიდერი ვიყო“. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს მისი ეს მტკიცება?
– სააკაშვილმა თავად თქვა, რომ შეიძლება თანამდებობა არ დაიკავოს, არც არაფორმალური ლიდერი იყოს, მაგრამ ეს შეიძლება ასე იყოს და შეიძლება არა.
სააკაშვილი ინტერვიუში მის მიერვე გამოთქმულ მოსაზრებას იქვე ცვლიდა, რითაც, მე რომ დამეჯერებინა, თავად მეუბნებოდა უარს. თუ კარგად დაუკვირდები, ამავე ინტერვიუში მან ჯერ გამოთქმული მოსაზრება იქვე სწრაფადვე, იოლად არაერთხელ შეცვალა.
– ფაქტია, რომ ამ ინტერვიუში სააკაშვილისგან საკმაოზე ბევრი გზავნილი იყო. რამდენადაც ვხდები, ყველა ამ გზავნილს თავის ადრესატი და როგორც ფსიქოლოგებს უყვართ თქმა – თავისი ფოკუს-ჯგუფი ჰყავდა.
მაგრამ, მგონი მთავარი გზავნილი ასეთი იყო – „უნდა გავარღვიოთ დახურული წრე, საზოგადოებამ ყოველდღე უნდა იბრძოლოს და არ დაელოდოს არჩევნებს. 2020 წლის არჩევნებისთვის ივანიშვილი მთელი არტილერიით მოემზადება და ჰაერში აგვაგდებს“.
სააკაშვილმა საზოგადოებას მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისკენ მოუწოდა, ან ისეთი ვითარების შექმნისკენ, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩათ?
– ამ წუთში ჩემს შთაბეჭდილებაზე არ ვისაუბროთ. აქაც იყო გარკვეული მოწოდება, მაგრამ შემდეგ უკვე იყო ნათქვამის უარყოფა, ანუ, მე ხალხს რევოლუციისკენ კი არ მოვუწოდებ და ასე შემდეგ. სააკაშვილი ბოლო ინტერვიუში ალმოდოვარის პერსონაჟებივით საუბრობდა – ჯერ კის ამბობდა, შემდეგ არას, მერე ხოს, შემდეგ კიდევ – არ ვიცი.
ფსიქოლოგებმა იციან – ადამიანი სამყაროში ამჩნევს და გამოარჩევს იმას, რისი მოთხოვნილებაც აქვს. მთელი ინტერვიუს მსვლელობისას სააკაშვილის გზავნილები ყველა ფოკუს-ჯგუფებზე იყო გათვლილი, ყველა იმას გაიგონებდა, რისი გაგონებაც სურდა.
ვისაც აქვს რევოლუციური განწყობა, ის ამოიკითხავდა მოწოდებას რევოლუციისკენ, ვისაც არა აქვს რევოლუციური განწყობა, ის ამ ნათქვამიდან გამოარჩევდა იმას, რაც თავად უნდა. ვინც ორჭოფულ მდგომარეობაშია, ისიც თავის დასკვნას გააკეთებდა. მაგრამ, ვიმეორებ სააკაშვილის საუბრის მთელ ტექსტში დომინირებდა ალმოდოვარისეული კი – არა, არა-კი.
და მაინც, რომელ ფოკუს-ჯგუფზე იყო გათვლილი მისი გზავნილები? ვისაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული, მათ შეძახილი არ სჭირდებათ. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობას“ თავის მყარი ელექტორატი ჰყავს. წლებია ასე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი აღარ ემატებათ. სააკაშვილის გზავნილები იმ ფოკუს-ჯგუფებზეც იყო გათვლილი, ვინც „ნაციონალების“ მხარდამჭერებად არ მოიაზრება. „ნაციონალების ინტერესშია, რომ მათი ოპონენტები იყვნენ დანაწევრებულ-დაშლილები”