“კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა შევხვდები”

“კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა შევხვდები”

თბილისის მერი მზადყოფნას გამოთქვამს, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

“კომუნიკაცია მათთან არ მქონია, თუმცა შევხვდები. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების დროს, მიწის ჩამოწოლის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორმა – „სოლიდარობის ქსელმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც კახა კალაძეს შეხვედრა შესთავაზა.