მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ბარამიძეს სოციალურ ქსელის მეშვეობით მიმართავს:
“ბარამიძე, ასე იოლად რომ ლაპარაკობ თქვენს მიერ დახვრეტილ გასამრავლებელ, საჯიშე ბიჭებზე, იმის ბრალია, რომ აფრასიძეების უბედურებაზე პასუხი არ მოგთხოვეს. როგორ გიბრუნდება ენა ჩემი უდანაშაულო , უწესიერესი ბავშვი რომ დამიხვრიტეთ და ვითომც არაფერი?!. არც კი გიფიქრიათ ეს რა ჩაიდინეთ… თქვენს შვილებზე თუ წარმოგიდგენიათ ერთი წამით მაინც ის რაც ამ ბიჭებს დამართეთ, ან თუ წარმოგიდგენიათ მე რა დამმართეთ და ჩემს ოჯახის წევრებს. ღმერთი იყოს თქვენი მოსამართლე, მჯერა, რომ უფალი არ შეგარჩენთ ამ ცოდვებს, ჩემს ცრემლს არ გაპატიებთ უფალი
უკვე მართლაც გაუსაძლისია ამ კოჰაბიტაციის გამო, ამ დამნაშავე “ნაცების” მოსმენა და ყურება ყველა ეთერებიდან! მე -15-ე წელი დაიწყო და კიდევ ვერ მოგვიშორებია ეს კრიმინალები და მათ შეურაცხყოფებს ვიტანთ. აღარ გვინდა, დავიღალეთ, მორჩა. დაასრულეთ კოჰაბიტაცია და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით”, – წერს მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.