შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე დისტრიბუტორთა ბიზნეს ­­­­­­­­ასოციაციის წევრებს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე დისტრიბუტორთა ბიზნეს ­­­­­­­­ასოციაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა ასევე, პრობლემატური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, გადასახადის გადამხდელებთან, მათ შორის  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა.

,,დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან გამჭვირვალეს ხდის ურთიერთობას და ამცირებს მომავალში საგადასახადო რისკებს. ჩვენი მიდგომა ყველა კომპანიის მიმართ საერთოა და მხოლოდ კანონის მოთხოვნას ეფუძნება. არ არსებობს გამონაკლისები და შეღავათები ცალკეული  კომპანიების მიმართ.”- განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ესწრებოდნენ.