ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან გარიცხვის შესახებ კომენარის გაკეთებისას, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბოღმისგან არის დაბრმავებული და ამიტომ, მავნებლურად იქცევა:
„დაბრმავებული არის პირადი ანგარიშსწორებით კობახიძე. ბოღმა თუ რაც გინდა, ის დაარქვით, აწვება და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს უკვე კომიტეტის თავმჯდომარეებს. საპროცედურო კომიტეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ორჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაში არის ახლა საგარეო საქმეთა კომიტეტი. საერთოდ ლოგიკა არ არსებობს გადაწყვეტილებაში. თუ ადამიანს ერთი წელი ვერაფერს უშვები, ფურცლიდან ამ ადამიანის ამოღება რა ლოგიკაში ჯდება, ხომ ხვდებით?! პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს კობახიძე საქართველოს პარლამენტარიზმსა და პარლამენტს. თვითონ ხომ ამ სიტუაციაშია და ცდილობს, გუნდის წევრებიც გასვაროს. ყველა ხვდება, რომ თავის ტკივილია ეს ადამიანები. ირაკლი კობახიძე დღეს ქართული ოცნებისთვის არის თავის ტკივილი. მავნე ბავშვები რომ არიან, მავნებლურად რომ იქცევიან, ამ პოზიციაშია ირაკლი კობახიძე,“ - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.