“სცემა, ტელეფონი დაუმტვრია, 2 დღე სახლში გამოკეტილი ჰყავდა… უგონო მდგომარეობაში იყო…” – შემზარავი დეტალები სამეფო ოჯახზე

“სცემა, ტელეფონი დაუმტვრია, 2 დღე სახლში გამოკეტილი ჰყავდა… უგონო მდგომარეობაში იყო…” – შემზარავი დეტალები სამეფო ოჯახზე

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით, 2014 წელს, მაშინ როდესაც ანაზე ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ის დავით ბაგრატიონთან ჯერ კიდევ იმყოფებოდა თანაცხოვრებაში. განქორწინება კი ოფიციალურად 2016 წლის თებერვალში გაფორმდა.

“მოგეხსენებათ, რომ ანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, სწავლობენ. შესაბამისად დედის მზრუნველობა მათაც სჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ, ანა 4 დღეს თბილისში მათთან ატარებდა, დანარჩენ დღეებს კი საგურამოში დავით ბაგრატიონთან და ბავშვთან, რომელიც დავითისა და ანას საერთო შვილია”,- განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

კითხვაზე, რატომ ცხოვრობდა ანა ბაგრატიონ- გრუზინსკი დავით ბაგრატიონთან, თუკი ის მასზე რეგულარულად ძალადობდა? – ლევან გორელაშვილი აცხადებს:

“ეს ქორწინება არ იყო ჩვეულებრივი ქორწინება, ამ პროცესში ჩართული იყო არაერთი ადამიანი. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე წყვილის გადასაწყვეტი არ ყოფილა, როგორც ქორწინების ისე განქორწინების საკითხი”, –  ლევან გორელაშვილმა.

მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა ვითარებაში სცემა დავით ბაგრატიონ მუხრანელმა ანა ბაგრატიონ- გრუზინსკი. – “ ცემის შედეგად ანა ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში იყო, ამ ფაქტს მისი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო. მოგვიანებით, დავითმა ანას ტელეფონი დაუმტვრია, საკუთარი ტელეფონიდან დაარეკინა დედასთან და იძულებით ათქმევინა, რომ საგურამოში კიდევ ორი დღე დარჩებოდა. შემდეგ, მის მეგობარს დაურეკა და სახლში წამლების მიტანა სთხოვა. ანა კი გამოკეტა და თბილისში წასვლის უფლება 2 დღის განმავლობაში არ მისცა, იმ მიზნით, რომ დაზიანებების კვალი გამქრალიყო” განაცხადა ანა ბაგრატიონ- გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა.