აფეთქება ოჩამჩირეში – არსებული ინფორმაციით, ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის სახლი ააფეთქეს.
აფეთქება სოფელ კვიტოურში მოხდა. ექიმის საცხოვრებელ სახლში საათის მექანიზმზე დამონტაჟებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა. ნადეჟდა ვოუბა კრიტიკულ მდგომარეობაში სოხუმში, სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ნადეჟდა ვოუბას შვილი დე ფაქტო რეჟიმის ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების ლიდერია და სწორედ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
ოკუპირებულ რეგიონში, მომხდარს დე-ფაქტო რეჟიმის კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ.
არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო შს სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.