“შესაბამისი სამსახურები უახლოეს პერიოდში დაადგენენ, თუ რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე.” – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
თბილისის მერი გამოეხმაურა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას და ინფორმაციას, რომ სამშენებლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა და კუსტარულად დამზადებული მანქანა-დანადგარები გამოიყენებოდა.
„ყველანაირი თვალსაზრისით გამართული იყო სამშენებლო სამუშაოები. დეტალებზე გამიჭირდება საუბარი. ალბათ, შესაბამისი სამსახურები უახლოეს პერიოდში დაადგენენ, თუ რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, ჩემი ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის შედეგად, როდესაც განხორციელდა ინსპექტირება და შემოწმება, დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ,“ – განაცხადა კახა კალაძემ
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, # 5-ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლას, ორი დღის წინ, ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.