ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობო სექტორში შექმნილ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ ამართლებენ სახელწოდებას და პოლიტიკური პარტიების მესიჯების გაჟღერებით არიან დაკავებულნი.
„ დააკვირდით მათი განცხადებები ,მათი ქმედებები თანხვედრაში არის ძალიან ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებთან. ჯერ ესენი გააჟღერებენ რაღაცას , იგივეს იმეორებს „ნაციონალური მოძრაობა". შეიძლება ითქვას,რომ აბსოლუტური თანხვედრაა . მოსახლეობა მშვენივრად ხვდება,ვინ რას წარმოადგენს, მით უმეტეს როცა ხედავენ,რომ ამ პოლიტიკური ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ძალიან ხშრად ე.წ. პოლიტიკურ თანამდებობებზე ხვდებიან, თუ გავიხსენებთ წარსულს. ან პირიქით , იქიდან გადმოსული ადამიანები მუშაობენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში . იყენებენ სხვადასხვა სიტუაციებს კრიზისის შესაქმნელად ,პოლიტიკურ მესიჯებს ავრცელებენ და აქედან გამომდინარე მოსახლეობას მშვენივრად ხვდება და მაინცდამაინც დიდი პოპულარობით ისინი მოსახლეობაში არ გამოირჩევნიან." -განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.