დიადი დღე დგება, ტარიელ ონიანი საპატიმროს ტოვებს

დიადი დღე დგება, ტარიელ ონიანი საპატიმროს ტოვებს

"ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდის, ტარიელ ონიანის რუსეთის ციხიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“და აი, დგება ეს დიადი დღეც. 9 აპრილს ტარიელ ონიანი დატოვებს რუსულ საპატიმროს.რუსებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მისი ქვეყნიდან დაუყოვნებლივი დეპორტირების შესახებ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას დაადეპორტებენ, არის საქართველო. ხოდა, ბატონო გახარიავ, მერე რომ არ იყოს საუბარი, აქ საქმე არ გვქონდა აღძრული, 9 აპრილი იყო და გამოგვრჩა, რუსებმა არ გაგვაგებინეს, ვერ ვიცანით და ამის მსგავსი, შეგახსენებთ - ტარიელ ონიანი არის ესპანეთის მიერ ძებნილი მძიმე დანაშაულებებისთვის. ამიტომ, ვალდებულები ხართ, თბილისის აეროპორტში დააკავოთ და გადასცეთ ესპანეთის მართლმსაჯულებას და არა გადააცილოთ თურქეთში, რასაც, დარწმუნებული ვარ, უკვე გეგმავთ და აპირებთ. ყურადღებით დავაკვირდები თქვენს ქმედებებს”, – წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი (ტარო) 9 აპრილს რუსეთის საპატიმროს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონიანის გათავისუფლებისთანავე დეპორტაცია მოხდება.