საპარლამენტო უმრავლესობი დეპუტატი, გუგული მაღრაძე ზოგადი განათლების კანონიდან ტერმინის – “ლიბერალური” ამოღებას აპროტესტებს:
,,თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას, რომელიც ქართული სახელმწიფოს არსებობის გარანტიაა” – განაცხადა მაღრაძემ.
გუშინ, პარლამენტის განათლების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მხარი დაუჭირა. პროექტს მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.