“არ ვიხალისებ ასეთი რამეებით…”

“არ ვიხალისებ ასეთი რამეებით…”

გუშინ, ვაკეში ორი მუშის გარდაცვალების გამო ახალგაზრდულმა ჯგუფმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რომლებიც თბილისის მერის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აღნიშნულს ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მომიტინგეთა შესაბამისი გადაწყვეტილება გააკრიტიკა:

“კალაძის დამცველი რომ არ ვარ, მოგეხსენებათ, მაგრამ ძალიან მდარე საქციელი მგონია პოლიტიკოსების სახლებთან პროტესტი. ოჯახი არაფერ შუაშია! წესით სულმა უნდა წამძლიოს და გული მოვიფხანო – მე და ჩემს ოჯახს რომ სადღობელაშვილს გვიგზავნიდნენ, ახლა რომ მას მიადგნენ.

მაგრამ, რაც არასწორია არასწორია – არასწორია როგორც საკონსტიტუციოს მოსამართლეების სახლებთან იყო, როგორც მეჩითოვის სახლთან იყო, როგორც ბოკერიას სახლთან იყო.

ერთი ისაა, რომ ეს ხალხი ცივილიზებულად იქცევა, კალაძის მოკავშირეებისგან განსხვავებით – პომიდვრებს არ ესვრიან შენობას და არც აზიანებენ.”–  დაწერა ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ჟურნალისტის მოსაზრებას, აღნიშნული პოსტში “ვროპული საქართველოს” წევრი, გივი თარგამაძე კომენტარის სახით გამოეხმაურა:

“მეც, სახლში მრავალჯერადი მოვარდნის მსხვერპლი, არ ვამართლებ სახლებთან მისვლას და არ ვიხალისებ ასეთი რამეებით” – დაწერა გივი თარგამაძემ.

საპროტესტო მანიფესტთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ღონისძიებები, რომლებსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს.