“იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს საშუალება დაასახელოს მოსამართლეები”

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს საშუალება დაასახელოს მოსამართლეები”

“ახალმა კონსტიტუციამ, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები, უნდა იყოს რეალური და არ უნდა გახდეს ფორმალური” – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვენეციის კომისიის ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გააცნეს საერთო სასამართლოების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, უზენაეს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ლევან მურუსიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენის უფლება არ უნდა წაერთვას.

„მე გავაცანი ზოგადად სასამართლოს პოზიცია მოცემულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის ერთი, ახალმა კონსტიტუციამ, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები, უნდა იყოს რეალური და არ უნდა გახდეს ფორმალური. არამოსამართლე წევრები და ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები საბოლოო ჯამში საუბრობენ ერთ რამეზე, ჩვენ არ გვაინტერესებს კრიტერიუმებიო, არ აინტერესებთ კრიტერიუმები, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი რამე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედ შემადგენლობას არ უნდა ჰქონდეს საშუალება დაასახელოს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. მაშინ ამას კანონში კი არ სჭირდება ცვლილება, მაშინ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ. მათ აინტერესებთ ერთი რამე, რომ ყველანირი ცვლილება განხორციელდეს კანონში, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოართმევენ უფლებას, რომ წარადგინოს კანდიდატები“, – განაცხადა მურუსიძემ.