როცა მივხედავ ნახავთ - ასე პასუხობს შს მინისტრი კითხვას, აპირებს თუ არა "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.
„არ მინდა ამაზე საუბარი... როცა მივხედავ მაშინ ნახავთ. როცა მივხედავ მაშინ დაინახავთ და დააფიქსირებთ," - აცხადებს გიორგი გახარია.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრმა წერილი გაუგზავნა, რომელიც მუქარასა და შანტაჟს შეიცავდა. წერილი დაახლოებით ერთი თვის წინ გასაჯაროვდა.