წყლის ჭაბურღილისა და შიდა ქსელის მოწყობა სოფელ ჯიბინაურში

წყლის ჭაბურღილისა და შიდა ქსელის მოწყობა სოფელ ჯიბინაურში

სოფელ ჯიბინაურში წყლის ჭაბურღილისა და შიდა ქსელის მოწყობა დაიწყო. ამჟამად სამარაგე აუზის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს „კვალიფიკაცია“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 112 687 ლარს.

ობიექტის ფუნქციონირებით სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება სოფელ ჯიბინაურში მცხოვრებ ორმოცდაათამდე ოჯახს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება.